უდროო

3

უდროო  _  რაც თავის დროზე არ მოხდა, არა დროული, დროის, პირობების მიხედვით შეუფერებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.