უდედმამო

10

უდედმამო  _ ვისაც დედ-მამა არა ჰყავს, ობოლი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _ მარცხნივ მიმართულია ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მეორე ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება ჯერ შუბლს, შემდეგ _ ნიკაპს. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.