უდანაშაულო

9

უდანაშაულო _  ვისაც დანაშაული არა აქვს, ვისაც ბრალი არ მიუძღვის, უცოდველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანაშაული“ /  „ბრალი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და მარცხნივ მიმართული შუა და საჩვენებლი თითების წვერებს და ხელი მსუბუქად ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.