უბილეთო

10

უბილეთო  _ ვისაც ბილეთი არა აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბილეთი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.