უაზრო _ აზრს, მნიშვნელობას მოკლებული, უმართებულო, მიზანშეუწონელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“_ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი თითების წვერებით ეხება საფეთქელს. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.