წყარო

10

წყარო _   ზედაპირზე ამოხეთქილი მიწისქვეშა წყლის ნაკადი, მიწიდან ან კლდიდან გამომდინარე წყალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი მაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ – ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩანჩქერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის სამჯერადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.