წართმევა _ ძალით გამორთმევა, ხელიდან გამოგლეჯა, სხვისი ქონების დასაკუთრება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.