წარმოშობა

1

წარმოშობა  _  გაჩენა, წარმოქმნა, ჩამომავლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შთამომავლობა“ _ ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ერთმანეთისკენ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდან“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი   წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.