წამება

6

წამება   _  მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენებით დატანჯვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ტანჯვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იძულება“ / „ძალდატანება“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.