ტოტი _ ხის ან ბუჩქის გამონაზარდი, შტო, რტო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რტო“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია მხრებთან განთავსებული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე,