ტომი _ ეთნიკური ერთობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა, რომელიც აერთიანებს საერთო კულტურისა და ტერიტორიის მქონე მონათესავე გვარებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ სინქრონულად მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.