ტომი

4

ტომი  _ რაიმე თხზულების ან რომელიმე ავტორის თხზულებათა ნაწილი ცალკე წიგნად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანომვრა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია სახესთან განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.