ტოლი _ თანაბარი, თანასწორი (სიდიდით, ხნით, მდგომარეობით…)
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.