თვალთახედვა – 1. მანძილი, რომელსაც თვალი სწვდება, მხედველობის არე, ჰორიზონტი; 2. შეხედულება, თვალსაზრისი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ / „თვალები“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა თვალს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხედვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.