თბილისი

3

თბილისი  საქართველოს დედაქალაქი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება მკერდს და სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და შუა თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.