თავსატეხი – თავსამტვრევი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები გაშლილია და ეხება გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, გაშლილი თითები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.