თავგადასავლი

5

თავგადასავლი    ამბავი, შემთხვევა

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ / „ვიყავი“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ზევით აღმართული ცერით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მკერდს, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესახებ“ – წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოყოლა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.