თავდადება

7

თავდადება  თავის დადება, თავგანწირვა, თავგამეტება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საკუთარი“ სხულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი მკერდს ეხება ყელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გმირი“ ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია მუშტები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.