თარჯიმანი – საუბრის ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირად მთარგმნელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თარგმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.