თანხმობა – დადებითი პასუხი, დასტური
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანახმა“ – ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია ცერები, ხელები სინქრონულად ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.