ჭიქა

6

ჭიქა  _   ცილინდრული ფორმის მინის სასმისი, ჭურჭელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.