ჭადი მჭადისმჭადი, სიმინდის ფქვილი პური
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმინდი“ – ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(ჭადის) ფორმის მიცემა“ – ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზედ ადევს მარჯვენა ხელისგულს, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.