ტანჯვა _ მწვავე ფიზიკური ტკივილით ან უსიამოვნო განცდით გამოწვეული გრძნობა, წამება, წვალება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და საჩვენებელი თითები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.