ტალახი

1

ტალახი _  დასველებული, დამბალი, წყალში აზელილი მიწა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, მარცხენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლიან კონფიგურაციებს: მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.