ტაძარი _ საგანგებო შენობა ღვთისმსახურებისათვის, საერთო სამლოცველო, ეკლესია
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, ხელები მკერდის დონიდან ზევით მიემართება სინქრონულად და ერთმანეთს უახლოვდება. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.