სუფთა _ ჭუჭყისაგან, უწმინდურობისაგან თავისუფალი, წმინდა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა მაჯასთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.