სული _ ადამიანის ფსიქიკურ უნართა ერთობლიობა, აზროვნება, ცნობიერება, შინაგანი სამყარო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნთქვა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სული“ _ ფართოდ გაშლილი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება მკერდს და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.