სტუმარი _ ვისიმე სანახავად, მოსაკითხად მოსული ან საგანგებოდ მოწვეული, დაპატიჟებული პირი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.