სტანდარტული

6

სტანდარტული  _   სტანდარტით განსაზღვრული, სტანდარტის შესაფერი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით, მოდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.