სპეციალისტი

6

სპეციალისტი  _   ამა თუ იმ სპეციალობის მქონე პირი, ამა თუ იმ პროფესიაში დახელოვნებული, საქმის მცოდნე

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელოსანი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.