სომეხი _ სომხური წარმოშობის ადამიანი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, ქვევით მიმართულია მარცხენა ცერის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები მრავალჯერადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.