სისხლი

1

სისხლი  _   წითელი ფერის სითხე, რომლის მიმოქცევაც წარმოებს ორგანიზმში, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის უჯრედთა კვებას და ნივთიერებათა ცვლას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართული მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მაჯას და ასრულებს  განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა  და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.