სიფხიზლე

4

სიფხიზლე _  ფხიზლის მდგომარეობა, ფხიზლად ყოფნა, უძილობა, ფხიზლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმთვრალე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისრულე“ _ მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.