სინანული _ უკმაყოფილება, წუხილი ჩადენილი შეცდომის ან არასწორი, უღირსი საქციელის გამო, შეცდომის ან დანაშაულის აღიარება, დანანება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონანიება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.