სიმძლავრე _ დიდი ძალის, ღონის ქონა, სიძლიერე, ძლიერება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპყრობა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ქვევით მიმართული თითები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.