სიგრძე _ მანძილი საგნის ყველაზე მეტად დაშორებულ ორ წერტილს შორის
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ქვევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.