სიგიჟე

4

სიგიჟე  _  გიჟად ყოფნა, შეშლილობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „გონება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით წინ მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ტრიალებს მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.