სიძველე _ ძველის თვისება, ხანგრძლივად ხმარებაში ყოფნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ _ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.