სიდედრი

6

სიდედრი  _  ცოლის დედა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელი ეხება მარცხენა ლოყას და მარჯვნივ მოძრაობს, მომდევნო ფაზაში ხელი ეხება მარჯვენა ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახის შემატებული, მეორადი წევრი“ _ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული და ხელი ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.