სიჩუმე

7

სიჩუმე  _  დუმილი, მდუმარება, სიწყნარე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ტუჩზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.