შეუცვლელი

4

შეუცვლელი  _  ვისი ან რის შეცვლაც შეუძლებელია, უცვლელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცვლა“ –  ქვევით  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ზევით  მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.