შემოკლება _ შემცირება, შეკვეცა, დაცოტავება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
