შეხვეწნა _ მუდარით თხოვნა, ხვეწნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მუდარა“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხვეწნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და ყელის დონეზე.