შებრუნება _ უკანვე დაბრუნება, მიბრუნება, შეტრიალება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია
მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.