საზღვარგარეთ

2

საზღვარგარეთ _  უცხო ქვეყნებში, უცხოეთში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზღვარი“ / „ზღვარი“ _  მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით დაშვებული, გაშლილი ცერით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.