საცვალი

8

საცვალი  _ გამოსაცვლელი, შიდა სამოსი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ / „შეცვლა“ _ მუშტად შეკრული თითებით  ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები, გაშლილი ცერებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.