საწებელი _ სხვადასხვა სანელებლით საგანგებოდ შემზადებული წვენი (ტყემლის, ნიგვზის, ბროწეულისა და მისთ.)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოთლიდან დასხმა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩაწობა“ _ ზემოთ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს და სხეულისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.