სათუო

4

სათუო  _  საეჭვო, პირობითი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საეჭვო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, თავით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თუ“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.