სათადარიგო

4

სათადარიგო  _ თადარიგისათვის განკუთვნილი, რისამე ან ვისიმე შემცვლელად გამოსადეგი, მომავალში გამოსაყენებელი, სარეზერვო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარაგი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.