სასმელი _ რაც უნდა სვან, რისი სმაც შეიძლება, დასალევად განკუთვნილი სითხე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დალევა“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, წრიულად მოხრილია გაშლილი თითები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სახისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.